ფილმის მთავარი გმირი ბავშვობის ერთ ეპიზოდს იხსენებს: ბებია მას თავისი ძმის შესახებ უამბობს, რომელიც 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა. ბავშვი ფიქრობს, რომ ბებიას უდანაშაულო ადამიანის გადარჩენა შეეძლო, მაგრამ წლები გადის და ახალგაზრდა კაცი რწმუნდება, რომ მსგავს ვითარებაში შეიძლება თვითონაც უსუსური აღმოჩნდეს.