13 წლის გოგონა ტასო, დედა და ბაბუა ტყისპირას განმარტოებით მდგომ სახლში ცხოვრობენ. კავშირი გარე სამყაროსთან ტასოსათვის არის მატარებლის ხმა, ქალაქების ბარათებისა და რუკების დათვალიერება და მუსიკის მასწავლებელი. ტასოს ჭირივით ეზარება ფორტეპიანოც, მუსიკაც და ეტიუდიც, რომელსაც გაუთავებლად უკრავს, მაგრამ მასწავლებლის ყოველი მოსვლა მისთვის დღესასწაულია... დედა გულგრილია ყველაფრის მიმართ, ბაბუა ყველაფერს გრძნობს და ხედავს, მუსიკის მასწავლებლისთვის ტასო ბავშვია, მაშინ როდესაც დედაში მოულოდნელად ქალს აღმოაჩენს...