40–იანი წლების კინოვარსკვლავი, უმდიდრესი და ულამაზესი წარსულით, მარტოდმარტო ატარებს დარჩენილ დღეებს. ძველებური ავეჯითა და ფოტოების მთელი გალერიით დატვირთულ სახლში მოხუცი ქალბატონი წარსულის ტყვეობაშია. დღეს იგი აღარავის სჭირდება. უკიდურესი გაჭირვება მას არ ზლევს საშუალებას იყიდოს ფუნთუშა ან დაიკმაყოფილოს რაიმე სურვილი. ასეთი ყოფა აღუძრავს მდაბალ გრძნობებს. მოხუცი ქალბატონის მოულოდნელმა შურმა ახალგაზრდა შეყვარებულების მიმართ შესაძლოა სრულიად შეცვალოს მათი ბედი.