სხვადასხვა სადარბაზოში მცხოვრები, საერთო კედლით გამიჯნული მეზობლები ერთმანეთს მოსვენებას არ აძლევენ. ერთის პიანინოზე დაკვრა მეორეს აღიზიანებს და მის გასაჩუმებლად კედელს გამუდმებით მუშტებს უბრახუნებს. გარეთ მეზობლები ერთმანეთს გულითადად ესალმებიან, მალე დამეგობრდებიან კიდეც. ერთხელ ერთად გაისეირნებენ, ბარშიც შეივლიან. სახლში დაბრუნებულები მეზობლის ბინიდან კვლავ შემაწუხებელ ხმებს რომ გაიგონებენ, ხელში რაც მოხვდებათ, ყველაფერს საერთო კედელს დაუშენენ. კედელი გაინგრევა და მეგობრები ერთმანეთს აღმოაჩენენ.