ხანდაზმული, მარტოხელა მანდილოსნის, დეიდა დუდუს უანგარო მეგობრობა ახალგაზრდა ვაჟთან ამ უკანასკნელის მშობლებს ძალიან აღიზიანებს. ამ ნიადაგზე შვილთან წარმოშობილი სერიოზული უთანხმოების გამოსასწორებლად ისინი მოულოდნელად გარდაცვლილი დეიდა დუდუს დაკრძალვას იკისრებენ. ვაჟი სამგლოვიარო პროცესიას სოფელში გაიტაცებს და მიცვალებულს ბუნების წიაღში მიაბარებს მიწას.