ფილმი მოგვითხრობს მიუსაფარი კაცის ცხოვრებას, რომელიც 25 წელია ღია ცის ქვეშ ცხოვრობს ჩვენს ქალაქში. მისი ცხოვრება არ არის სამაგალითო და მისაბაძი, მაგრამ ნამდვილად იმსახურებს თანაგრძნობას და გულისხმიერებას. რა მოხდა მის ცხოვრებაში და რატომ აირჩია მან ეს გზა? სწორედ ამის გარკვევას ცდილობს რეჟისორი ფილმში.