,,ტყვეობაში საკუთარი ნება-სურვილით" - ასე აფასებს თავის ცხოვრებას ფილმის გმირი თბილისელი ხევსური ექიმი ლელა გაბური, რომელსაც ყოველდღიურად უწევს ხევსურეთის მაღალმთიან სოფლებში სიარული. ლელა თავისი საქმიანობის პარალელურად იღებს გადაწყვეტილებას, იპოვოს პასუხი ტაბუდადებული სწორფრობის ჩვეულებაზე უშუალოდ იმ მოხუცისგან, რომელთაც ეს თავგადასავალი თვითონ გადახდათ თავს.