1890 წელს, დაბა ხონში, ჩეხმა პედაგოგმა - ვიაჩესლავ ჰაუდეკმა სემინარისტებისთვის სასულე ორკესტრი ჩამოაყალიბა. გასაბჭოების შემდეგ ჰაუდეკმა საქართველო დატოვა, თუმცა ორკესტრს არსებობა არ შეუწყვიტავს - პირველი ორკესტრანტების შთამომავლებმა ტრადიცია გააგრძელეს და უკვე 126-ე წელია, რაც ხონში საქართველოში ერთადერთი სახალხო სასულე ორკესტრი არსებობს.