ადამიანებმა უნდა აღიარონ, რომ ოჯახური ძალადობა პირველ რიგში დანაშაულია და მას არანაირი გამართლება არა აქვს, რომ იგი ეხება ყველას, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, ეროვნებისა თუ მრწამსისა, რომ იგი არ არის კერძო ხასიათის, არამედ სოციალური პრობლემაა და მას როგორც ეპიდემიას, ისე უნდა ვებრძოლოთ. ,,პრობლემა რომ დავძლიოთ, იგი უნდა ვაღიაროთ''. ფილმის მასალად გამოყენებულია ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების ნაამბობი, რათა უკეთ გამოვლინდეს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები.