ფილმის გმირი, 37 წლის გიტარისტი გიორგი ფხალაძე თავადვე ამზადებს სხვადასხვა სახის მუსიკალურ ინსტრუმენტებს. მის ცხოვრებაში ეს ორი პროფესია დიდი ხანია, ერთმანეთის პარალელურად არსებობს. ადრე ის უფრო მეტად მუსიკოსი იყო, ვიდრე ხელოსანი. ამას მტკინვეულად განიცდის მისი მევიოლინე მეუღლე და გიორგის, როგორც გიტარისტის გადარჩენას ცდილობს. გიორგი ძალზე ბევრს შრომობს, მაგრამ მაინც მცირე შემოსავალი აქვს. ერთადერთი გზა, მოაგვაროს ფინანსური პრობლემები და, რაც მთავარია, გაიკეთოს ოპერაცია თითებზე, მამის კუთვნილი ფართის გაყიდვაა.