აგვისტოს ცხელ დღეს ნიკო, ნია, ლევანჩო და ლერი სოფლიდან მდინარეზე საბანაოდ არიან გაპარული. მდინარის პირას მკვდარი კაცის გვამს პოულობენ. ბავშვებს კაცი მთვრალი გონიათ და მის გამოფხიზლებას ცდილობენ. ნიკოს თაოსნობით, ბავშვები კაცს გამოსაფხიზლებლად მდინარეში აგდებენ. გვამი მდინარეს მიაქვს. შეშინებული ბავშვები მდინარის კალაპოტს მიუყვებიან და მის ამოყვანას ცდილობენ.