რა არის ის ნიშნები, რითაც ადამიანები კონკრეტულ ადგილებს მიეკუთვნებიან? ქართველი ფოტოგრაფი და ლატვიელი დოკუმენტალისტი ეძებენ პასუხს მარადიულ კითხვაზე სამხრეთ საქართველოს ისტორიული პერიპეტიებით ჩახლართულ მხარეში -
სამცხე-ჯავახეთში. თითქოს ამ ადგილას, ჰაერიც კი გაჟღენთილია მდუმარე კონფლიქტით, რომელიც რიცხოვნებით უმეტეს სომხურ მოსახლეობასა და მცირერიცხოვან ქართველებს შორის არსებობს, ორივენი საკუთარ თავს სამართლიანად მიაკუთვნებენ ამ მიწას.თუმცა, არცერთი მათგანი გრძნობს აქ თავს სახლში.