დიდუბის სადგურზე ნიკოს პატარა ვეტერინარული მაღაზია აქვს სადაც სადგურზე მომუშავე ადამიანები სერიალის საყურებლად და სადგურის მომღერლის – ნოდარის სიმღერების მოსასმენად შემოდიან. მაღაზიაში ნიკო ლექსებს წერს და იშვიათად შემოსულ კლიენტებს გარეთ ხელცარიელს უშვებს, რადგან ძირითადად ცხოველების დასახოც საწამლავს კითხულობენ ხოლმე. ნიკო ყველანაირი სულიერის მოკვლის წინააღმდეგია. აფთიაქში კლიენტი სულ უფრო და უფრო იკლებს. ნიკო ქირას ვერ იხდის, იძულებულია სამუდამოდ დაკეტოს და წავიდეს დიდუბიდან.