როგორ იცვლება ადამიანის ცხოვრება, რომელიც უეცრად იგებს, რომ მძიმე ავადმყოფობით არის დაავადებული. ოჯახისა და მეგობრების თანადგომის მაგივრად, იზოლირებული და სტიგმატიზირებულია. დაინფიცირების საშიშროების გამო, მაღლა მთაში, ტყის შუაგულში მდგარ უზარმაზარ საავადმყოფოში ელოდებიან ბედის განაჩენს.
ეს არის ამბავი პაციენტებზე, რომლებიც ტუბერკულიოზის მუტირებული ფორმით არიან დაავადებულნი. ფილმი გვაჩვენებს მათ ტრანსფორმაციას ახალ პიროვნებებად დიდ მოსაცდელ ოთახში, რომელსაც აბასთუმნის ტუბდისპანსერი ჰქვია.