დათო ბათუმის ნაგავსაყრელზე მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო მივიდა. მისი უახლოესი მეგობრები კი ნაგავსაყრელის მკვიდრი ცხოველები გახდნენ. დათომ გადაწყვიტა ნაპოვნი ნივთებით დამოუკიდებელი რესპუბლიკა აეშენებინა. მის “რესპუბლიკაში” ყველა სულიერი თანასწორი იქნებოდა. რამდენიმე წელიწადში დათოს უტოპიური იდეა ჩამოიშალა და მისი ცხოვრება ადგილობრივების ცხოვრებას დაემსგავსა.