დღეს ქალაქის გარეუბნებში აღმოცენებული მიკრორაიონები ძველი თბილისისათვის დამახასიათებელი ტრადიციებით და წეს ჩვეულებებით ვეღარ ცხოვრობს. ახალმა რეალობამ თავისი გავლენა მოახდინა ყოფაზე, ურთიერთობაზე. რა მოხდა და როგორ გამოიყურება ქალაქის ეს ნაწილი დღეს? ჩვენ გვაინტერესებს გავიგოთ ვინ ცხოვრობს მაღლივ კორპუსებში, რა ინტერესები ამოძრავებთ, როგორ ზრდიან შვილებს. თავს როგორ ართმევენ ყოფით პრობლემებს, რა სულისკვეთების ადამიანები არიან ისინი.
საბოლოო ჯამში იხატება ის გარემო და იმ საზოგადოების პორტრეტი, რომელიც ახლა გარეუბანში ცხოვრობს.