ფილმის გმირები განსახვავებული ასაკის, პროფესიისა და მსოფლმხედველობის ადამიანები არიან. მათ არგენტინული ტანგოსადმი სიყვარული აერთიანებთ. ისინი კვირაში რამდენიმე საათს, პრობლემებით დატვირთული რეალობისგან შორს, ტანგოს სამყაროში ატარებენ. ეს მათთვის ერთგვარი კუნძულია, პოზიტივითა და დადებითი ემოციებით სავსე.