ფილმის მოქმედება 1916-1917 წლებში ვითარდება. მთავარი გმირია ახალგაზრდა მუშა გარუნი 1905 წელს დაღუპული რე ვოლუციონერის შვილი. მეფის მთავრობის საწინააღმდეგო პროკლამაციების გავრცელებისათვის გარუნს აპატიმრებენ. მეგობრების დახმარებით ის ახერხებს ციხიდან გაქცევას და რევოლუციურ საქმიანობას განაგრძობს. მისი საბრძოლო მოწოდებები დიდ გამოხმაურებას პოულობს ფაბრიკა ქარხნების მუშებში და მეფის არმიის ჯარისკაცებში. სოფელში გარუნი გაიცნობს ადგილობრივ მასწავლებელს ალას, რომელიც მის აზრებს იზიარებს და თავადაც აქტიურად ებმება რევოლუციურ ბრძოლაში. მეფის "ოხრანკის" აგენტები შესაპყრობად დასდევენ გარუნს, მაგრამ ის ყოველთვის ახერხებს მათი ხელიდან დასხლტომას. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მუშები და გლეხები საქართველოშიც აღსდგებიან კონტრრევოლუციური ძალების წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში იღუპება ალა. გარუნი სატრფოს ცხედრის წინაშე ფიცს დებს, რომ გამარჯვებამდე იბრძოლებს მშრომელთა განთავისუფლებისათვის.