ფილმი ეძღვნება ოპერის თეატრს, რომელიც მე-19 საუკუნის 50-იან წლებში გაიხსნა თბილისში. პირველი დასი, რომელიც ქალაქში ჩამოვიდა, იტალიელი მომღერლებისგან შედგებოდა. თბილისელებმა და საერთოდ, საქართველოს მცხოვრებლებმა შეიყვარეს და გაითავისეს იტალიური ოპერა. თბილისური ნიუანსებით გამდიდრებული ოპერის რეპერტუარი სწრაფად გავრცელდა მოსახლეობაში.