ფილმში ნაჩვენებია მეცნიერის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ფიზიოლოგის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ივანე ბერიტაშვილის ცხოვრების ერთი დღე, როდესაც ქვეყნის ხელმძღვანელობამ და სამეცნიერო სამყარომ, კოლეგებმა აღნიშნეს მისი დაბადების 80 და სამეცნიერო მოღვაწეობის 55 წელი და მას მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება.