ფილმი მოგვითხრობს ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანში მცხოვრებ მევენახე ქვაჭრელიშვილის ოჯახზე, რომელმაც იმ დროს, როცა კახეთში ვენახებს ჩეხდნენ, ვაზის უნიკალური ჯიშები - ქისი და ხიხვი ააღორძინა და ტრადიციული ქართული წესით ამზადებს ქვევრის ღვინოს. ვაზსაც და ღვინოსაც, ცოცხალ არსებად აღიქვამს. მამას შვილი ეხმარება და სწორედ მათი დიალოგის საშუალებით ვიგებთ ვაზის მოვლისა და ქვევრში ღვინის დაყენების კულტურის დეტალებს.