მესხეთის მაჰმადიანი მოსახლეობა, ძირძველი ქართველები, 1944 წელს "თურქის" იარლიყით საქართველოდან გადაასახლეს. დეპორტირებული მესხები შუა აზიის სამ რესპუბლიკაში კომენდანტის ზედამხედველობის ქვეშ ცხოვრობდნენ. 1956 წელს მათ შეზღუდვა მოეხსნათ _ ნება მიეცათ დასახლებულიყვნენ ნებისმიერ ადგილზე, სამშობლოს გარდა. მესხთა მცირე ნაწილმა მხოლოდ 1990-იან წლებში შეძლო საქართველოში დაბრუნება. სწორედ მათ ცხოვრებას, მათ ყოფას ეძღვნება ფილმი.