"დედამიწამ სინდისს უთხრა, შენ ჩემზე უფრო მძიმე ხარო", - ამბობს მოხუცი ფშაველი ქალი ფილმის დასაწყისში.
ფილმის გადამღებმა ჯგუფმა მთელი საქართველო მოიარა და ქართველი დედების სევდა და სიხარული მისხალ-მისხალ აკინძა ფილმად. მაინც რას ამბობენ ქალები? ზოგი თავისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ დღეს იხსენებს, ზოგი ქმარს მისტირის, ზოგიც - წარსულს. ერთი კი იმაზე ოცნებობს, რომ მისი შვილები საკუთარ ფესვებს არ მოსწყდნენ.