"მაყურებელთა დარბაზების" გმირი - მეფე ხვდება, რომ ის მთელს მის გარემოცვასთან ერთად თეატრალურ სამყაროში ცხოვრობს, სადაც ომი მაყურებელთა გასართობად იმართება. ამიტომ გადაწყვეტს, ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოუღოს სისხლიანი სცენების გათამაშებას. თუ მაყურებელს აღარაფერი დარჩება სეირის საყურებლად, დედამიწაზე ომებიც დასრულდება.