ლენინის დაკრძალვის დღეს ხუთი წუთით შეწყდა საწარმოების მუშაობა, ტრანსპორტის მოძრაობა მთელს მსოფლიოში. მანქანა, რომლითაც ამერიკელი ბიზნესმენი სარფიანი გარიგების დასადებად მიიჩქაროდა, მძღოლმა ხუთი წუთით შეაჩერა, მილიონერმა ვერც ქრთამით აიძულა გზის გაგრძელება და ვერც მუქარით. ხუთწუთიანი დაყოვნება ბიზნესმენის გარიგებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.