დაიბადა 1961 წლის 3 ნოემბერს თბილისში. 1983 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (თენგიზ აბულაძის და რეზო ჩხეიძის სახელოსნო). 1984–1986 წლებში მუშაობდა რეჟისორად საქტელერადიო კომიტეტის ახალგაზრდულ რედაქციაში. 1988–1995 რეჟისორად კინოსტუდია ”ქართულ ფილმში”. 1996 წლიდან არის კინოსტუდია ”აპერკოტის” დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 2002 წლიდან მუშაობს პედაგოგად შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში კინო–ტელე რეჟისურის ფაკულტეტზე.

ფილმოგრაფია