ეს არის ტრაგი–კომედია, რომელიც ირონიის დიდი დოზით დღევანდელ ყოველდღიურ ცხოვრებაზე გვიამბობს. მასში ქართული სოციალური და პოლიტიკური რეალობის ამსახველი რამდენიმე პრობლემაა თავმოყრილი: უსახლკარო ბავშვების, საზღვარგარეთ გაქცეული ახალგაზრდების, ძველი ინტელიგენციის და კიდევ ბევრი სხვა.