დაიბადა 1947 წლის 23 ივლისს, ქალაქ კალინინგრადში. 1965 წელს დაამთავრა თბილისის ქოროგრაფიული სასწავლებელი.  1971 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ფრანგული ენის განყოფილება. 1963-1987  წლებში იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის  სოლისტი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1981), საქართველოს სახალხო არტისტი (1986).