მანანა სურმავა

18/07/1954

დაიბადა ქ. თბილისში 1954 წლის 18 ივლისს. 1971 წელს დაამთავრა თბილისის 41–ე საშ. სკოლა, 1975 წელს – თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამხასიობო–სარეჟისორო ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო). 1975–81 წ.წ. მუშაობდა მსახიობად კინომსახიობთა თეატრში. 1981 წლიდან – რუსთაველის სახ. აკადემიურ თეატრში. ამჟამად მოღვაწეობს ვერიკო ანჟაფარიძის სახ. ერთი მსახიობის თეატრში. ავტორია მრავალი სატელევიზიო მონოსპექტაკლისა: ”სალამურა”, ”შელოცვა რადიოთი”, ” ეგზიუპერი”, ”პატარა უფლისწული”, ”რილკე”, ”სიმღერა სიყვარულზე და სიკვდილზე”, ”აქ მატარებლებს თეთრად ათოვს”, ”მარსელ მიტუას აკომპანიატორი” და სხვა.

ფილმოგრაფია