40 წლის ანთიმოზი რელიგიური სექტის წევრი და პროპაგანდისტია. მისი საქმიანობა სექტის სულიერი მამის - მდუმარებაში მყოფი ნაულის - გამონათქვამების ინტერპრეტირებაა. ერთ დღეს ნაული ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც სექტის მრავალი წლის მანძილზე ნაშენებ სისტემას ჩამოშლის პირას მიიყვანს.