ჩიხი

 

 

ხანგრძლივობა: 5 ნაწილი, 0 მეტრი, 46 წუთი

გამოშვების წელი: 2004

 

დამდგმელი რეჟისორი: როინ დვალი
სცენარის ავტორი: როინ დვალი , ზურა ქავთარაძე
დამდგმელი ოპერატორი: გიზო აბაშიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ლუბა კვალიაშვილი , ოლეგ ბაშნინი
მონტაჟი: ზურა ქავთარაძე
პროდიუსერი: როინ დვალი

მაწანწალა ბავშვი, რომელიც ქურდობით და მათხოვრობით ირჩენს თავს და ასაკოვანი კაცი, რომელმაც ოჯახი დაკარგა და ლუკმა–პურის საშოვნელად ქუჩაში უკრავს, შემთხვევის წყალობით უახლოვდებიან ერთმანეთს. მათ შორის მამა–შვილური გრძნობები იღვიძებს. ბიჭის ხელში შემთხვევით მოხვედრილი ფული მათ ურთიერთობაში ბზარს აჩენს, რაც საბოლოოდ კაცის დაღუპვის მიზეზი ხდება. ბიჭი ისევ მარტო რჩება ბედის ანაბარა.