მაწანწალა ბავშვი, რომელიც ქურდობით და მათხოვრობით ირჩენს თავს და ასაკოვანი კაცი, რომელმაც ოჯახი დაკარგა და ლუკმა–პურის საშოვნელად ქუჩაში უკრავს, შემთხვევის წყალობით უახლოვდებიან ერთმანეთს. მათ შორის მამა–შვილური გრძნობები იღვიძებს. ბიჭის ხელში შემთხვევით მოხვედრილი ფული მათ ურთიერთობაში ბზარს აჩენს, რაც საბოლოოდ კაცის დაღუპვის მიზეზი ხდება. ბიჭი ისევ მარტო რჩება ბედის ანაბარა.