ანგელოზის გადაფრენა

მთავარი icon ფილმები  icon ანგელოზის გადაფრენა

ანგელოზის გადაფრენა

დრამა  

სტუდია "ნოე"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 0 მეტრი, 75 წუთი

გამოშვების წელი: 2000

 

დამდგმელი რეჟისორი: ნოდარ მანაგაძე
სცენარის ავტორი: ამირან ჭიჭინაძე , ნოდარ მანაგაძე
დამდგმელი ოპერატორი: ლერი მაჩაიძე
დამდგმელი მხატვარი: ჯემალ მირზაშვილი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: დიმიტრი სურენსკი
პროდიუსერი: ნოდარ მანაგაძე
ფესტივალები და პრიზები:
2001

პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის - სლავი და მართლმადიდებელი ხალხების საერთაშორისო კინოფესტივალი "ოქროს რაინდი", ტამბოვი

ფილმში ასახულია ქვეყნის მდგომარეობა, სადაც ძველი დაინგრა, ახალი კი არ აშენებულა. უკეთესი ცხოვრების პოვნის იმედით საზოგადოების ნაწილი ქვეყნიდან გამგზავრებას აპირებს. ვაგზლის შენობაში ათასი ჯურის ადამიანი ირევა. მატარებელი არ ჩანს. ირგვლივ ქაოსი და განუკითხაობაა. სიტუაციას აბსურდული მკვლელობების სერია ამძაფრებს, ისედაც დაძაბულ ხალხს შიში ეუფლება. ტყუპები გოგონები – ნუცა და გვანცა – ჩუმად აკვირდებიან ყველაფერს. იმედიც მათშია...