ფილმში ასახულია ქვეყნის მდგომარეობა, სადაც ძველი დაინგრა, ახალი კი არ აშენებულა. უკეთესი ცხოვრების პოვნის იმედით საზოგადოების ნაწილი ქვეყნიდან გამგზავრებას აპირებს. ვაგზლის შენობაში ათასი ჯურის ადამიანი ირევა. მატარებელი არ ჩანს. ირგვლივ ქაოსი და განუკითხაობაა. სიტუაციას აბსურდული მკვლელობების სერია ამძაფრებს, ისედაც დაძაბულ ხალხს შიში ეუფლება. ტყუპი გოგოები – ნუცა და გვანცა – ჩუმად აკვირდებიან ყველაფერს. იმედიც მათშია...