მშვენიერი კოსტუმი

კომედია  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 4 ნაწილი, 957 მეტრი, 40 წუთი

გამოშვების წელი: 1973

 

დამდგმელი რეჟისორი: ლიანა ელიავა
სცენარის ავტორი: ლიანა ელიავა
დამდგმელი ოპერატორი: იგორ როგაჩევსკი
დამდგმელი მხატვარი: ამირ კაკაბაძე , გიორგი (გოგი) მიქელაძე
კომპოზიტორი: ალექსანდრე რაქვიაშვილი
მონტაჟი: გულნარა (გულიკო) ომიაძე

პროფტექნიკური სასწავლებლის საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ სამ ხელმოკლე სტუდენტს პაემანზე წასასვლელად ხეირიანი ტანსაცმელი არა აქვს. ბიჭები საზიაროდ თეთრ კოსტიუმს შეიძენენ. კოსტიუმი ფათერაკიანი აღმოჩნდება – რამდენჯერაც ჩაიცვამენ, იმდენჯერ კურიოზულ ვითარებაში აღმოჩნდებიან. თავგადასავლების მიუხედავად, კოსტიუმი პეწს შეინარჩუნებს, ახალგაზრდები კი – მეგობრობას.


გადაღებულია ამერიკელი მწერლის რეი ბრედბერის მოთხრობის მიხედვით.