პროფტექნიკური სასწავლებლის საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ სამ ხელმოკლე სტუდენტს პაემანზე წასასვლელად ხეირიანი ტანსაცმელი არა აქვს. ბიჭები საზიაროდ თეთრ კოსტიუმს შეიძენენ. კოსტიუმი ფათერაკიანი აღმოჩნდება – რამდენჯერაც ჩაიცვამენ, იმდენჯერ კურიოზულ ვითარებაში აღმოჩნდებიან. თავგადასავლების მიუხედავად, კოსტიუმი პეწს შეინარჩუნებს, ახალგაზრდები კი – მეგობრობას.