კარუსელი

 

 

ხანგრძლივობა: 2 ნაწილი, 547 მეტრი, 20 წუთი

გამოშვების წელი: 1979

 

დამდგმელი რეჟისორი: ზაქარია (შაქრო) ჯორჯაძე
სცენარის ავტორი: ზაქარია (შაქრო) ჯორჯაძე
დამდგმელი ოპერატორი: გურამ საძაგლიშვილი
დამდგმელი მხატვარი: იური კვაჭაძე
მონაწილეობენ: გიორგი (გია) ბარაბაძე (ცნობისმოყვარე) , ავთანდილ (ავთო) სამადაშვილი (ზურგჩანთიანი კაცი) , დავით კუპრავა (შუშიანი ბიჭი) , რამაზ კანაშვილი (აყლაყუდა) , სერგო ბერიძე (დარაჯი) , ტატა კონტრიძე (ცისფერთვალა გოგონა) , ალექსანდრე (ალეკო) ცაბაძე (წინამძღოლი) , ლევან თუთბერიძე (სეირის მაცქირალი) , დიმიტრი (დიტო) ცინცაძე (სეირის მაცქირალი) , ოთარ საბანიძე (სეირის მაცქირალი) , ლევან ბზვანელი (სეირის მაცქირალი) , ყაზბეგ ნაფტალოვი (მოჩხუბარი ქონდრისკაცი) , ბორის ამირანაშვილი (მოჩხუბარი ქონდრისკაცი)

ფილმის გმირი მოხვდება უცნაურ გარემოში, სადაც ის აკვირდება და ხედავს უცნაურ მოვლენებს, ადამიანებს. ცდილობს გაერკვეს სად მოხვდა, ვინ არიან ეს ადამიანები და რა დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს მათთან. მისი მოგზაურობა თავდება იმით, რომ ვერავისთან ვერ დაამყარებს ურთიერთობას და გამორბის ამ სამყაროდან.