მეტოქეები

 

კომპანია ”ქართული ტელეფილმი”  

ხანგრძლივობა: 5 ნაწილი, 1313 მეტრი, 48 წუთი

გამოშვების წელი: 1963

 

დამდგმელი რეჟისორი: ალექსანდრე (ალეკო) ნინუა
სცენარის ავტორი: ედიშერ ყიფიანი
დამდგმელი ოპერატორი: პავლე შნაიდერი
დამდგმელი მხატვარი: თეიმურაზ ფაფერაშვილი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: გია ჭუბაბრია

მეგობრობა, მოვალეობის გრძნობა, შეჯიბრი, ინტერესთა დაპირისპირება და პირველი სიყვარული. ასეთია ფონი მოზარდების ურთიერთობისა, სადაც იკვეთება მათი მომავალი მრწამსი, მათი თვალსაზრისი კეთილსა და ბოროტზე, სამართლიანობასა და რაინდობაზე.