ნიძლავი

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 3 ნაწილი, 766 მეტრი, 28 წუთი

გამოშვების წელი: 1975

 

დამდგმელი რეჟისორი: რამაზ შარაბიძე
სცენარის ავტორი: რევაზ (რეზო) გაბრიაძე
დამდგმელი ოპერატორი: აბესალომ მაისურაძე
დამდგმელი მხატვარი: ნოშრევან ნიკოლაძე
კომპოზიტორი: ჯანსუღ კახიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ალექსანდრე გალპერინი
მონტაჟი: ოფელია გევორქიანი
პროდიუსერი: შოთა ლაფერაძე

გზის მუშებმა ლიანდაგის ნაჭერი იპოვეს. ნიძლავი დადეს, თუ რა მანძილზე შეძლებდნენ მის გადატანას. კახიმ მძიმე რკინა გულმოდგინედ ზიდა, მაგრამ ფინიშთან მისულს ტაშის ნაცვლად მილიციელი დახვდა. ისღა დარჩენოდა, რკინა უკან წაეღო, ამჯერად ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე.