ცოდვის შვილები

დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 1875 მეტრი, 68 წუთი

გამოშვების წელი: 1989

 

დამდგმელი რეჟისორი: გოდერძი ჩოხელი
სცენარის ავტორი: გოდერძი ჩოხელი
დამდგმელი ოპერატორი: გურამ საძაგლიშვილი
დამდგმელი მხატვარი: ნიკოლოზ ზანდუკელი
კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: იური რიშკოვი
მონტაჟი: ნელი დევნოზაშვილი
ფესტივალები და პრიზები:

გრან-პრი და კათოლიკური კინოცენტრის სპეციალური პრიზი, მონტეკარლოს სატელევიზიო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი;

1991

ჟიურის სპეციალური პრიზი ტოკიოს (იაპონია) ტელეფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი

ხევსურმა მგელიკამ ქისტი შეიპყრო და გამოსასყიდის მოლოდინში მტერი ერდოზე დააბა ძაღლივით. ჩამოთოვა. ქისტის გამოსახსნელად არავინ ჩანდა. მგელიკას ზედმეტი მჭამელის შენახვა გაუჭირდა, არაქრისტიანული საქციელისთვის ცოლ-შვილი და სოფელიც მოიმდურა. ვითომ შემთხვევით ქისტს გასაღები მიუგდო, მაგრამ ტყვემ უღირსად გაპარვა არ იკადრა და სიცივეში ამოხდა სული. მგელიკამ გარდაცვლილის ქრისტიანულ სასაფლაოზე დაკრძალვა გადაწყვიტა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ქისტის ცოლ-შვილი. ხევსური შეძრა უმწეო ქალის და დაობლებული ბავშვების ცოდვამ, რომლებსაც გამოსასყიდად მარჩენალი საქონელი წამოეყვანათ და იქვე მოიკლა თავი.