უცხო

ფანტასტიური  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 1942 მეტრი, 71 წუთი

გამოშვების წელი: 1988

 

დამდგმელი რეჟისორი: გოდერძი ჩოხელი
სცენარის ავტორი: გოდერძი ჩოხელი
დამდგმელი ოპერატორი: დავით შუშანია
დამდგმელი მხატვარი: ნიკოლოზ ზანდუკელი
კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
მონტაჟი: ნელი დევნოზაშვილი

ფილმი-ალეგორია უცხო იდეოლოგიით დამონებული საზოგადოების შესახებ. მთის სოფელს უცხო რამ შემოსჩვევია და მოსვენებას არ აძლევს. ხალხი მას ენით, სარწმუნოებით, გმირული წარსულით დაუპირისპირდება. ეროვნულ სამოსში გამოწყობილი, მაღალი ზნეობით აღჭურვილი სოფლის უხუცესი "უცხოს" განდევნის.