ეი, მაესტრო !

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2360 მეტრი, 87 წუთი

გამოშვების წელი: 1987

 

დამდგმელი რეჟისორი: ნოდარ მანაგაძე
სცენარის ავტორი: ერლომ ახვლედიანი , ნოდარ მანაგაძე , დავით ჯავახიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ლევან პაატაშვილი
დამდგმელი მხატვარი: გიორგი (გოგი) მიქელაძე
კომპოზიტორი: ნოდარ მამისაშვილი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: დიმიტრი სურენსკი
მონტაჟი: ჯულიეტა ბეზუაშვილი
ფესტივალები და პრიზები:
1986

ჟიურის სპეციალური პრიზი, სან-რემოს საავტორო ფილმების საერთასორისო კინოფესტივალი, იტალია

არჩილი ნიჭიერი მუსიკოსია, მაგრამ გარემოებათა გამო იძულებულია ფორტეპიანოს ამწყობად იმუშაოს. თავისი ძველი მანქანით სახლიდან სახლში დადის და ადამიანებს ინსტრუმენტების აწყობაში ეხმარება. უიღბლოა, ზოგჯერ ჯიბის ფულიც არა აქვს, მაგრამ როგორც კი ინსტრუმენტს მიუჯდება, ნამდვილ მაესტროდ იქცევა.