არჩილი ნიჭიერი მუსიკოსია, მაგრამ გარემოებათა გამო იძულებულია ფორტეპიანოს ამწყობად იმუშაოს. თავისი ძველი მანქანით სახლიდან სახლში დადის და ადამიანებს ინსტრუმენტების აწყობაში ეხმარება. უიღბლოა, ზოგჯერ ჯიბის ფულიც არა აქვს, მაგრამ როგორც კი ინსტრუმენტს მიუჯდება, ნამდვილ მაესტროდ იქცევა.