დღიურის ჩანაწერები

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 2 ნაწილი, 542 მეტრი, 20 წუთი

გამოშვების წელი: 1986

 

დამდგმელი რეჟისორი: ლევან ერისთავი
სცენარის ავტორი: ლევან ერისთავი
დამდგმელი ოპერატორი: ჯონი ყურაშვილი
დამდგმელი მხატვარი: ოთარ შამათავა
კომპოზიტორი: გიორგი ცინცაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: დუდარ მარგიევი

დასანგრევად გამზადებულ ძველ სახლში მამაკაცი წინაპრის დღიურს პოულობს. გაყვითლებულ ფურცლებს გარდასული სიყვარულის ამბავი შემოუნახავს. საგვარეულო კერა ინგრევა, მაგრამ მამაკაცის ხსოვნაში სამუდამოდ რჩება წინაპართა გაცოცხლებული ხატები.