ჯადოსნური ღამე

ფილმი-ზღაპარი  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 1773 მეტრი, 64 წუთი

გამოშვების წელი: 1983

 

დამდგმელი რეჟისორი: თემურ ფალავანდიშვილი
სცენარის ავტორი: ნუკრი მამულაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე სულამანიძე
დამდგმელი მხატვარი: გია ლაფერაძე
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მონტაჟი: ჯულიეტა წოწონავა

მამის ანდერძის თანახმად, სამი ძმიდან მამისეული სახლის მფლობელი ის გახდება, ვინც ხელობას უკეთ დაეუფლება. ხელობის შესასწავლად ძმები ქვეყნის სხვადასხვა მხარეს წავლენ და 12 წლის შემდეგ კვლავ შეიყრებიან. დურგალი ძმა ხისგან ქალიშვილს გამოთლის. თერძი - შემოსავს, მესამე, მკურნალი კი ბალახებისგან დამზადებული წამლით ხის ქალიშვილს სულს ჩაუდგამს და გააცოცხლებს. ძმები მიხვდებიან, რომ შეძენილი ცოდნა ყველაზე დიდი სიმდიდრეა და მამისეულ სახლში ერთად გადაწყვეტენ ცხოვრებას.