სიყვარული ყველას უნდა

მთავარი icon ფილმები  icon სიყვარული ყველას უნდა

სიყვარული ყველას უნდა

მუსიკალური კომედია  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2330 მეტრი, 84 წუთი

გამოშვების წელი: 1980

 

დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ (უმც) ჭიაურელი , გიორგი შენგელაია
სცენარის ავტორი: ლეილა ბეროშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ჯიმშერ ქრისტესაშვილი , ნიკოლოზ სუხიშვილი
დამდგმელი მხატვარი: გიორგი (გოგი) მიქელაძე
კომპოზიტორი: იოსებ (სოსო) ბარდანაშვილი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი

სამკერვალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მაყვალა კახეთის სოფელში ჩადის სამუშაოდ. სოფლის მძღოლს ბურბუთას მაყვალა შეუყვარდება, მაგრამ გრძნობის გამხელას ვერ უბედავს. რთველი კარზეა მომდგარი, მუშაობისთვის კი არავის სცალია – სოფელში ყველა შეყვარებულია: ვენახის დარაჯი ბიჭები ტყუპი დების ცოლად შერთვაზე ოცნებობენ, მარტოხელა ხირხელა შინაბერა ქეთოს ფარულ შეხვედრაზე ითანხმებს, ბურბუთას პატარა ძმას მეზობლის პატარა გოგო უყვარს, რამდენჯერმე გათხოვილ ნაზოს გათხოვების კიდევ ერთი შანსი ეძლევა... კოლმეურნეობის თავმჯდომარე ჩხუბობს, მაგრამ სიყვარული ყველას უნდა.