პეპელა

მელოდრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 2 ნაწილი, 293 მეტრი, 11 წუთი

გამოშვების წელი: 1977

 

დამდგმელი რეჟისორი: ნელი ნენოვა , გენო წულაია
სცენარის ავტორი: რევაზ (რეზო) გაბრიაძე
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე სულამანიძე
დამდგმელი მხატვარი: დინარა ნოდია
კომპოზიტორი: გენო წულაია
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. შტეგელმანი
მონტაჟი: ჯულიეტა ბეზუაშვილი

მზის გულზე მუშაობით გაბეზრებული გზის მუშები - კახი, გივი და ბაადური უჩვეულოდ გამოცოცხლდებიან, როდესაც მინდორში მშვენიერ ქალიშვილს შენიშნავენ. მუშები საქმეს მიატოვებენ და ქალიშვილს პეპლების დევნაში აყვებიან.