ფერმა მთაში

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 2 ნაწილი, 513 მეტრი, 19 წუთი

გამოშვების წელი: 1974

 

დამდგმელი რეჟისორი: ლიანა ელიავა
სცენარის ავტორი: რევაზ ინანიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: დავით სხირტლაძე
დამდგმელი მხატვარი: თენგიზ მირზაშვილი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: კონსტანტინე კუზნეცოვი
მონტაჟი: გულნარა (გულიკო) ომიაძე

ფერმის მუშების ცხოვრება ერთი შეხედვით მოსაწყენია. დღეები ერთმანეთს ჰგავს, თუმცა ერთფეროვნებას შრომით მოგვრილი კმაყოფილების გრძნობაც თან ახლავს. საღამოობით, ძროხების წველას რომ მორჩებიან, ნაჯაფ-ნაშრომი ალექსი, ივანე, ლელა, კობე, მარო და ქრისტინე კოცონს შემოუსხდებიან, გემრიელად ივახშმებენ და შემდეგ გარმონზე "ქალისას და ვაჟისას" დაამღერებენ.