მშვიდობით, ინესა !

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 2 ნაწილი, 431 მეტრი, 16 წუთი

გამოშვების წელი: 1972

 

დამდგმელი რეჟისორი: ირაკლი ასათიანი
სცენარის ავტორი: რევაზ (რეზო) ებრალიძე
დამდგმელი ოპერატორი: ლევან ნამგალაშვილი , არჩილ ფილიპაშვილი
დამდგმელი მხატვარი: კახი ხუციშვილი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
მონტაჟი: მანანა ყარალაშვილი

აღტაცებული მაყურებელი ოვაციით აჯილდოებს მსახიობს, რომელიც შესანიშნავად ასრულებს რაინდი ალონსოს როლს და შეყვარებულის გადასარჩენად სიცოცხლეს სწირავს. სპექტაკლის შემდეგ მსახიობი მოხუც სუფლიორთან ერთად ავტობუსით შინისკენ მიემგზავრება. იგი თვალს მოარიდებს ავტობუსში ამოსულ ხულიგნებს, რომლებიც ქალიშვილებს უდიერად მოექცევიან. ავტობუსიდან ჩახტება და თავს უშველის. რაინდი ალონსოს ნაცვლად ქალიშვილებს მხდალი ადამიანი შერჩებათ, რომელმაც რიგით მოქალაქედ ვერ ივარგა. გოგონებს მოხუცი სუფლიორი გამოესარჩლება.