ივანე კოტორაშვილის ამბავი

მთავარი icon ფილმები  icon ივანე კოტორაშვილის ამბავი

ივანე კოტორაშვილის ამბავი

ჰეროიკული კომედია  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 1887 მეტრი, 68 წუთი

გამოშვების წელი: 1974 , პრემიერა: 1974

 

დამდგმელი რეჟისორი: ნოდარ მანაგაძე
სცენარის ავტორი: ერლომ ახვლედიანი , დავით ჯავახიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: იგორ ამასიისკი
დამდგმელი მხატვარი: შოთა გოგოლაშვილი
კომპოზიტორი: ნოდარ გაბუნია
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: შალვა გეგელაშვილი
მონტაჟი: ნელი დევნოზაშვილი

მტრისგან შეწუხებულ სოფელს ივანე კოტორაშვილის იმედი აქვს, შემოპარულ მტერს კომბლით დაერევა და შავ დღეს დააყრის. სოფელი ცდილობს დევკაცს ცოლად კატო შერთოს, მაგრამ ივანე უღლის დადგმას არ ჩქარობს. მტერთან დაუნდობელი ვაჟკაცი საყვარელი ქალის წინაშე ბავშვივით მორცხვი ხდება. თანასოფლელები ქალ-ვაჟს გაკოჭავენ და ასე დასწერენ ჯვარს. ბედს შეგუებული ივანე ოჯახურ ბედნიერებას ხეირიანად ვერც კი შეიგრძნობს, ისევ ომში მოუწევს სამშობლოს დასაცავად წასვლა.


გადაღებულია ვაჟა-ფშაველას ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით